ორშ-პარ: 10:00 - 18:00

 

კომპანია „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ 2020 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა მოიცავს საპროექტო-სამშენებლო პროექტების მართვა-განხორციელებას. ჩვენი კომპანიის ფილოსოფიაა, საპროექტო-სამშენებლო ფირმამ გამოიჩინოს პროაქტიული მიდგომა დაბრკოლებების დასაძლევად და კლიენტებს წინასწარ შეუქმნას მკაფიო მოლოდინი.

გაიგე კომპანიის შესახებ

ორიენტირებული
მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებაზე

სამშენებლო პროექტებს ხშირად ახლავს გაუთვალისწინებელი სტრუქტურული ან ლოჯისტიკური გამოწვევები, რომელთა გამოსწორებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენს“ აქვს გამორჩეული მიდგომა პროექტის მომზადებისას, რათა პირველ რიგში ნაკლები დაბრკოლებები შეიქმნას. დაგეგმვა-შეფასების ფაზებზე რისკების გათვალისწინებით კომპანიას შეუძლია, ჩვენი კლიენტის პროექტები დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში ჩააბაროს.

კომპანიაში 40-მდე თანამშრომელია დასაქმებული. „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენის“ მომხმარებლები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი.

შპს „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებით. ამასთან, ქვეყანაში, სამშენებლო სექტორში ნერგავს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.


ჩვენი მიზანია, გადავაჭარბოთ ჩვენი დამკვეთების მოლოდინს.

სამშენებლო
მომსახურეობა

სამშენებლო საქმიანობის წარმოებაში ჩვენი გუნდი მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩევა. გვაქვს საფუძვლიანი ინფორმაცია სამშენებლო მასალებისა და ხარჯების შესახებ; კარგად ვიცნობთ მშენებლობისთვის საჭირო ყველა ეტაპს. აღნიშნული ცოდნა საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ მომხმარებელს ღირებული გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენს დამკვეთებთან სრული კოორდინაციისა და ზუსტი კომუნიკაციის საშუალებით კი მარტივად ვაღწევთ სასურველ მიზანსა და შედეგს.

საპროექტო
მომსახურეობა

საპროექტო სამუშაოები მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო სერვისებს. „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ ამ სერვისების მისაწოდებლად მიმართავს თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მომხმარებლის მიერ საუკეთესო შედეგის მისაღებად. სრულყოფილი მომსახურების მისაღებად ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს დამკვეთებთან. გამოცდილი გუნდი ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და დროულად ჩაბარების უზრუნველყოფაზე.