ორშ-პარ: 10:00 - 18:00
კარიერა
კომპანია „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ აცხადებს ღია ვაკანსიებს შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებისთვის. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპანიაში შესაბამის თანამდებობებზე.
შპს „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას მშენებელობის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** შესრულებული სამუშოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა / ანალიზი;
** სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო კანონმდებლობის შესრულების დაცვის კონტროლი;
** სატენდერო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა (სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
** სამშენებლო - სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
** საინჟინრო კომუნალური და ტექნოლოგიური სისტემების ზედამხედველობა და გამოსაყენებელი მასალების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დამოწმება და კონტროლი;
** მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების (ოქმები, აქტები) შედგენაში მონაწილეობა და მათი საზედამხედველო სამსახურში დადგენილი წესით და ვადებში წარდგენა/რეგისტრირება/კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მოცულობისა და ფორმა 2 -ის შედგენა;
** მშენებლობისა და მონტაჟის დროს გეოდეზიური სამუშაოების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მშენებლობის მენეჯერთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საინჟინრო მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტო სურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: k.tabutsadze@vitruvius.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "მშენებლობის მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.
შპს „ვიტრუვიუს ქონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერი პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი კონტროლი;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განხილვა და შესრულება;
** კონკრეტული პროექტისთვის კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილი კალენდარული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
** პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მშენებლობის ინჟინერთან ერთად დეტალების განხილვა, დასაფუთება;
** ფორმა 2 წარმოება;
** შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რაპორტის(ანგარიშის) მომზადება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია პროექტის მენეჯერთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტო სურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: k.tabutsadze@vitruvius.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "პროექტის მენეჯერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.